საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ლუქსემბურგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ლუქსემბურგის მთავრობის გადაწყვეტილებით: 

  • ქვეყნის მასშტაბით 16 - 29 მარტის ჩათვლით შეწყდა სასწავლო პროცესი. სასწავლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლების მეთოდზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ; 
  • საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში შეიზღუდა მოხუცთა მონახულება;
  • დაიხურა ღამის კლუბები, კაფე-ბარები და რესტორნები;
  • შეიზღუდა ყველა სახის სპორტული თუ კულტურული აქტივობა;
  • მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავი შეიკაონ გადაადგილებისგან;
  • კერძო კომპანიებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ.

მუშაობას განაგრძობენ სურსათის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, აფთიაქები, ავტოგასამართი სადგურები, სამრეცხაოები, დაკრძალვის სამსახურები, ცხოველთა საკვები მაღაზიები, სასტუმროები, სამედიცინო და სანიტარული მასალების სადისტრიბუციო კომპანიები, საფინანსო და სადაზღვეო დაწესებულებები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

https://gouvernement.lu/en/actualites/toutes_actualites/communiques/2020/03-mars/15-nouvelles-mesures-coronavirus.html 

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, გირჩევთ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 8002 8080

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომრებს: +32 478 79 22 69; + 32 478 79 23 25; +32 488 06 33 12